სტუ-თელასი-მგლები 11:9. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
23 მაისი 2017

სტუ-თელასი-მგლები 11:9. მატჩის შემდგომი კომენტარები

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  ოთხივე  ნახევარფინალისტი ცნობილია.  ჩემპიონატის  რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში, რომელშიც  ერთმანეთს   მფკ სტუ-თელასი  და მფკ მგლები  დაუპირისპირდნენ,  "ენერგეტიკოსებმა"  მიუხედავად დიდი ჰანდიკაპისა, სასწაულებრივად შეძლეს  მეტოქის  დამარცხება 11:9,  რაც  იმას  ნიშნავს, რომ  ბოლო ნახევარფინალის  საგზური  მფკ თბილისმა  მოიპოვა, რომელმაც  ამავე ტურში  იბსუ  6:4 დაამარცხა. 

sbm.ge ორივე გუნდის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 ავთანდილ  ასათიანი, სტუ-თელასის  მთავარი  მწვრთნელი: „დღევანდელ  თამაშში  ალბათ  ამოქმედდა   ფეხბურთის  ნომერ  პირველი წესი  მეტოქის  დაუფასებლობა, წინ  წავიდა  ჩვენი  მეტოქე  თუმცა  მოვახერხეთ  მატჩის  მოგება, თუმცა  ეს  დიდი  ენერგიის  ფასად  მოგვიხდა, სამ  დღეში  ნახევარფინალია  საკმაოდ  კარგი  მეტოქე გვყავს, ვემზადებით  სერიოზულად, წინ  მნიშვნელოვანი  თამაშებია.“

გიორგი  გიორგაძე, მგლების  ფეხბურთელი: „ტურნირის  ფავორიტ  გუნდს  ვეთამაშეთ  ვიგებდით  დიდი  ანგარიშით, მაგრამ  გამოცდილებამ  და  კლასმა თავისი  გააკეთა,   ახალი  გუნდი ვართ იმედია   მომავალში  წარმატებას  მივაღწევთ, მეტოქეს  ვულოცავ  შემდეგ ეტაპზე  გასვლას.“ 

ამრიგად გუნდები 1/2 ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ, მფკ ტატიშვილი მფკ თბილისს დაუპირისპირდება, ხოლო სტუ-თელასის მეტოქე მფკ აგორა იქნება. ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება. გუნდები პირველ შეხვედრებს 26 მაისს გამართავენ.

 



  © SBM, 2016-2024