ბრინჯაოს ლიგაში ფინალისთვის ბრძოლა თანაბარი შანსებით გრძელდება!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები დაძაბული გამოდგა.
სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგით დასრულდა. „აზოტს“ და „ენ ეს სტუდიო“-ს შორის გამართული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრე 4-4 დაფიქსირდა. პირველი ტაიმის შემდეგ „აზოტი“ ორი ბურთით აგებდა, მაგრამ ჩამორჩენა სამწუთიან ინტერვალში აღმოფხვრა და წინ გავიდა (4-3). გოლის მიღებიდან მალევე გიორგი ივანიშვილმა აქტივში მესამე ბურთიც მიითვალა და წონასწორობა საბოლოოდ აღადგინა.
ლიგის სხვა შეხვედრაში „მეამა“ და „ფარვანა“ ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2. საწყის ათ წუთში „მეამა“ გიორგი ლუკავას დუბლით ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე „ფარვანა“-მ ჩამორჩენა შეამცირა, თამაშის მიწურულს კი წონასწორობა აღადგინა.
ფრედ 1-1 დასრულდა ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური მატჩი „ენერგო-პრო“-ს და „სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს შორის. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ლაშა ნანიკაშვილმა „ენერგეტიკოსები“ დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა და განმეორებით შეხვედრას ორივე გუნდი თანაბარი შანსებით შეხვდება.
28 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართება. ერთმანეთს ასევე სუპერლიგის გუნდები, „კროკობეთი“ და „ბეთლაივი“, დაუპირისპირდებიან.
28 მაისს გამოვლინდება გრანდ ლიგის გამარჯვებული „ბაქსვუდს“ და არმია“-ს შორის.