"შსს"-ს და "დიპლომატ ჯორჯია"-ს შეხვედრა მშრალი ანგარიშით დასრულდა!

ყველა სიახლე
21 მაისი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის ნახევარფინალური შეხვედრები გრძელდება.

სუპერლიგის ფინალში მოსახვედრად ბრძოლა „შსს“-მ და „დიპლომატ ჯორჯიამ“ დაიწყეს. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მშრალი ანგარიშით 0-0 დასრულდა. მცდელობების მიუხედავად, გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო და განმეორებით მატჩს ორივე თანაბარი შანსებით შეხვდებიან.

პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა ოქროს ლიგაში „ჯორჯიან მანგანეზს“ და „არმია“-ს შორის. მატჩის პირველი ტაიმის გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში თამაშის განახლებიდან მალევე ნადიმ კახაძემ „ძალოვნები“ წინ გაიყვანა. გივი სანებლიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ნიკოლოზ უგრეხელიძის დუბლით „არმია“-მ 3-1 იმარჯვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი კომახიძე, დიპლომატ ჯორჯია: „ძალიან კარგი თამაში იყო. ორივე გუნდმა ვისიამოვნეთ. რა თქმა უნდა, ჩვენც უფრო მეტი შეგვიძლია და შემდეგ შეხვედრაში მეტს გავაკეთებთ. ჩემთვის, როგორც მეკარისთვის, ჯერ ასეთი აქტიური თამაში არ ყოფილა. მეორე მატჩიც ასეთივე დაძაბული იქნება და იმედია, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი“.

დღის ბოლომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024