საკვალიფიკაციო ლიგაში პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ლიგის გუნდებმა ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა დაიწყეს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.
"საქართველოს ბანკმა" "უკრაინა"-სთან მინიმალური სხვაობით 2-1 იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. გიორგი წივილაშვილმა BOG-ის სასარგებლოდ ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა. ლაშა ჩხაიძემ ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა აღადგინა. წივილაშვილმა შესვენების შემდეგ თამაშის განახლებიდან მალევე აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და "საქართველოს ბანკმა" "უკრაინა"-სთან პირველი მატჩი მოიგო.
დაძაბული გამოდგა "ბანკირების" დერბი. "ლიბერთი ბანკი" და "ბაზისბანკი" პირველ ტაიმში უგოლო ფრეზე გაიყარნენ. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. "ლიბერთი"-ს რიგებიდან ლაშა გურგენიძემ ოცდამეთვრამეტე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და "ბაზისბანკი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა.
საკვალიფიკაციო ლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 მაისს გაიმართება.