გრანდ ლიგის ფინალში კვლავ "არმია" და "ბაქსვუდი" ითამაშებენ!

ყველა სიახლე
14 მაისი 2023

გრანდ ლიგის ფინალში კვლავ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის გრანდ ლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა. გასული წლის მსგავსად, ჩემპიონის ტიტულისთვის "არმია" და "ბაქსვუდი" იბრძოლებენ. 

მოქმედმა ჩემპიონმა, "არმია"-მ, "მაკ გილი" საპასუხო მატჩშიც დაამარცხა, ანგარიშით 3-1 და ფინალში ტიტულის დაცვას შეეცდება. მეთექვსმეტე და ოცდამეცხრე წუთებზე გატანილი გოლებით ლადო ბურდულმა "ძალოვნები" დააწინაურა. მიღებულ მეორე ბურთს "მაკ გილი"-ს რიგებიდან ლაშა მდივანმა მალევე უპასუხა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ნადიმ კახაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

3-1 იმარჯვა მეორე ფინალისტმაც. "ბაქსვუდმა" "ელპოზოს" განმეორებით შეხვედრაშიც სძლია და "არმია"-სთან რევანშის ასაღებად იბრძოლებს. თამაში გრანდ ლიგის პირველი დაპირისპირების მსგავსი სცენარით წარიმართა. "ბაქსვუდმა" მეტოქეს ორივე ტაიმში გაუტანა და ორი ბურთით გავიდა წინ. გიორგი ჭანტურიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ "ელპოზო"-მ თამაში ვეღარ შემოატრიალა და კვლავ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. 

გრანდ ლიგის ფინალური შეხვედრა და მატჩი ბრინჯაოს პრიზიორობისთვის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 28 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024