"ქუთათურებმა" "თსუ 2" საკუთარ კედლებში საპასუხო მატჩში დაამარცხეს!

ყველა სიახლე
14 მაისი 2023

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის საჩემპიონო სერიის საპასუხო მატჩი გაიმართა. „ქუთაისი 2“-მა „თსუ 2“-ს საკუთარ კედლებში უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში დამატებითი დროის ბოლო წამზე გატანილი გოლით 4-3 (3-3 ძ.დ.) იმარჯვა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.

მეცამეტე წუთზე შეხვედრაში ანგარიში დათო ხუბუტიამ გახსნა და „თსუ“ წინ გავიდა. მიღებულ გოლს მომდევნო წუთსვე ბაკურ გულუამ უპასუხა, მალევე აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და „ქუთათურები“ დაწინაურდნენ, ტაიმის დასრულებამდე კი მალხაზ შველიძემ უპირატესობა ორბურთიანი გახადა (3-1).

მატჩის მეორე ნახევარი კიდევ უფრო დრამატული გამოდგა. გეგა კოშაძის დუბლით „სტუდენტებმა“ თამაშში დაბრუნება შეძლეს და წონასწორობა აღადგინეს. თამაში დამატებით დროში გადავიდა და პენალტების სერია ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამებზე გათამაშებული აუტი ლაშა ჭეიშვილმა გოლით დააგვირგვინა და „იმერლებმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

„ქუთაისი 2“-ს და „თსუ 2“-ს შორის მესამე შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 20 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024