B ჯგუფის გუნდები ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგებში კვალიფიცირდნენ!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთხუთმეტე სეზონი B ჯგუფის განმეორებითი ¼ ფინალური შეხვედრებით გაგრძელდა. თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ დაძაბულ მატჩებს უმასპინძლა, საბოლოოდ კი წყვილში გამარჯვებულები ვერცხლის ლიგის ½ ფინალში კვალიფიცირდნენ, დამარცხებულები კი ბრინჯაოს ლიგის მოსაგებად გააგრძელებენ ბრძოლას.
„ავერსი“ NS Studio-სთან ორჯერ ლიდერობდა. მეტოქემ ორივეჯერ შეძლო წონასწორობის აღდგენა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე თორნიკე ბახტაძემ დუბლი გაიფორმა, რასაც თამაშის მიწურულს „ფარმაცევტების“ მხრიდან კიდევ ერთი გოლი მოჰყვა და „ავერსმა“ 4-2 იმარჯვა.
„ენერგო-პრო“-ს და „მეამა“-ს შორის გამართული დაძაბული დაპირისპირება ფრედ 3-3 დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „ენერგეტიკოსები“ მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა „მეამა“-მ ტაიმის ბოლომდე წონასწორობა აღადგინა და წინ გასვლაც შეძლო. მეორე ნახევარში „ენერგო-პრო“-ს ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოუწია, საბოლოოდ კი პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობით ვერცხლის ლიგის ½ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ფრე, 1-1, დაფიქსირდა „რუსთვის აზოტი“-ს და DHL-ის წყვილშიც. მეთვრამეტე წუთზე უშანგი ხომასურიძეს გატანილ გოლს DHL-ის რიგებიდან ბექა კამლაძემ უპასუხა და პირველ ¼ ფინალში მოპოვებული გამარჯვებით ვერცხლის ლიგაში კვალიფიცირდა.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდმა „ფარვანა“-ს განმეორებით მატჩშიც სძლია, ამჯერად მინიმალური სხვაობით 3-2. საწყისი ტაიმის მიწურულს მიღებულ გოლს „ფარვანა“-ს რიგებიდან რაფიკ მარგარიანმა დუბლით უპასუხა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე GSE-მ უპირატესობა დაიბრუნა.
B ჯგუფში გამართული შეხვედრების შემდეგ ½ ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
ვერცხლის ლიგა: „ენერგო-პრო“ vs „GSE“, „DHL“ vs „ავერსი“
ბრინჯაოს ლიგა: „მეამა“ vs „ფარვანა“, „რუსთავის აზოტი“ vs „NS Studio“
ვერცხლის ლიგის და ბრინჯაოს ლიგის ½ ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 მაისს გაიმართება. გუნდები ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან.