სუპერლიგის და ოქროს ლიგის 1/2 ფინალისტები ცნობილია!

ყველა სიახლე
08 მაისი 2023

სუპერლიგის და ოქროს ლიგის 1/2 ფინალისტები ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A ჯგუფის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც სუპერლიგის და ოქროს ლიგის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

„კროკობეთმა“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ კარი მშრალად შეინახა და მეტოქე დამაჯერებელი უპირატესობით 5-0 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკით გიორგი კუხალაშვილი გამოირჩა. წყვილში პირველი დაპირისპირება ფრედ დასრულდა, საპასუხო მატჩში დაფიქსირებული შედეგით კი „კროკო“ სუპერლიგის ნახევარფინალში კვალიფიცირდა, „GM“-მა კი ოქროს ლიგაში გადაინაცვლა.

„შსს“-მ „ბანკი ქართუ“-სთან გამარჯვება მიითვალა, ანგარიშით 5-0 და სუპერლიგის ½ ფინალში „დიპლომატ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ „ნიკორა“ 5-3 დაამარცხა.

დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა „არმია“-ს და „ბეთლაივს“ შორის გამართული მატჩი. განმეორებით შეხვედრაში, პირველის მსგავსად, ფრე დაფიქსირდა (1-1). მეთვრამეტე წუთზე ნადიმ კახაძის გატანილ გოლს, რამდენიმე წამში ლუკა კაკაბაძემ უპასუხა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „ბუკმეიკერებმა“ მეტოქეს აჯობეს (2-3) და სუპერლიგის ფინალში მოსახვედრად იბრძოლებენ.

A ჯგუფში გამართული საპასუხო მატჩების შემდეგ ½ ფინალური წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:

სუპერლიგა: „შსს“ vs „დიპლომატ ჯორჯია“, „კროკობეთი“ vs „ბეთლაივი“.

ოქროს ლიგა: „ბანკი ქართუ“ vs „ნიკორა“, „GM“ vs „არმია.

სუპერლიგის და ოქროს ლიგის ½ ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 მაისს გაიმართება. გუნდები ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024