"თსუ 2"-მა "ქუთაისი 2"-ს "საფეხბურთო ლატარეაში" აჯობა!

ყველა სიახლე
06 მაისი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის საჩემპიონო სერიის პირველი მატჩში დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ გამარჯვებული კი პენალტებში გამოვლინდა. „თსუ 2“ და „ქუთაისი 2“ ძირითად დროში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2, დამატებითი დრო გოლის გარეშე დასრულდა, „საფეხბურთო ლატარეაში“ კი „სტუდენტებმა“ 8-7 იმარჯვეს.

შეხვედრის მეექვსე წუთზე „ქუთათურები“ ბაკურ გულუას გოლით დაწინაურდნენ. მალევე თორნიკე კვიტატიანმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე საბა ეგრისელაშვილმა „თსუ 2“ წინ გაიყვანა, მაგრამ ბაკურ გულუამ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა.

დამატებით დროში მატჩის ბედი აღარ შეცვლილა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბაკურ გულუა, ქუთაისი 2: „საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა. ძლიერი და გამოცდილი გუნდია თსუ. თანაბარი თამაში იყო, მაგრამ როგორც წალენჯიხასთან, ისევ პენალტების სერიაში დავმარცხდით. ვეცდებით გამოვასწოროთ ყველაფერი საშინაო არენაზე. ბოლომდე კარგად ვერ მოვემზადეთ, ბევრად მეტის გაკეთება შეიძლებოდა. დაღლილობაც გვეტყობოდა“.

ნიკა ნოზაძე, თსუ 2: „მადლობა მეტოქეს ასეთი მაგარი თამაშისთვის. პირველად ვითამაშე მე პირადად ასეთი დაძაბული თამაში. პენალტების სერიამაც დაადასტურა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. მიხარია, რომ წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით. სერია სამ მოგებამდეა, შემდეგი თამაში სამ მოგებამდე გვაქვს. ძალიან რთული გზაა ჩემპიონობისკენ, მაგრამ მიხარია, რომ დასაწყისი კარგი გამოგვივიდა. ვფიქრობ, დღეს მოგებას ვიმსახურებდით, რადგან მეტი მომენტი შევქმენით, თუმცა გამოცდილი გუნდია ქუთაისი და არ გვაპატია შეცდომები“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 13 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024