"რუსთავმა" საწყის წუთებში მიღებული გოლები გაქვითა და სერიაში წინ გავიდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის ფინალურმა სერიამ აიღო სტარტი. მესამე ადგილისთვის გამართულ პირველ დაპირისპირებაში „რუსთავმა“ „ჯიპა“ 5-4 დაამარცხა.
„სტუდენტები“ საწყის წუთებში ოცწამიან ინტერვალში ორი ბურთით დაწინაურდნენ. მალევე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და „ჯიპა“ 3-1-ს იგებდა. ტაიმის დასრულებამდე „რუსთავმა“ ჩამორჩენა აღმოფხვრა და წინ გავიდა. ოცდამეთოთხმეტე წუთზე გიორგი თოდუამ აქტივში მესამე გოლი მიითვალა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. თამაშის დასრულებამდე თორნიკე ზოიძემ დუბლი გაიფორმა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რის შემდეგად ანგარიში აღარ შეცვლილა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ტარიელ თედიაშვილი, რუსთავი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. თავიდან ცუდად დავიწყეთ. ორი გოლი გავუშვით, მაგრამ შევძელით და გამოვასწორეთ, გავათანაბრეთ ანგარიში, რაც დაგვეხმარა შემდეგ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ წარმართვაში. კარგი თამაში ვაჩვენეთ, ასე თუ ვითამაშებთ, შემდეგ შეხვედრაშიც მოვიგებთ“.
დავით ბერაძე, ჯიპა: „პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ნამდვილად დაიმსახურეს, ჩვენზე მომზადებულები იყვნენ. ჩემი აზრით. დავაკელით მომზადება. გვეგონა მარტივად მოვიგებდით და ეს შედეგზეც აისახა, წავაგეთ. ალბათ კონცენტრაცია დავკარგეთ და მეტოქეს ჩვენზე მეტად უნდოდა მოგება. მაქსიმალურს გავაკეთებთ და შევეცდებით შემდეგი ორი თამაში მოვიგოთ“.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს „დინამო“-ს და „სეუ“-ს შორის ლიგა 3-ის პირველი საჩემპიონო მატჩი გაიმართება.