საკვალიფიკაციო ლიგაში 1/2 ფინალისტების ვინაობა ცნობილია!
ყველა სიახლესაკვალიფიკაციო ლიგის 2022/23 წწ. სეზონის ფინალში მოსახვედრად „ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკს“ დაუპირისპირდება, „საქართველოს ბანკი“ კი „უკრაინას“ გაეჯიბრება.
მეოთხედფინალური ეტაპის დასკვნით მატჩში „საქართველოს ბანკმა“ „ბი ემ ჯი“-სთან 8-1 იმარჯვა. „ბანკირებმა“ პირველ ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და ოცდამეთხუთმეტე წუთამდე კარი მშრალად შეინახეს. „ბი ემ ჯი“-მ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გაიტანა შეძლო და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა.
დღის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს გრანდ ლიგის გუნდები „არმია“ და „მაკ გილი“ დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმი „მაკ გილმა“ ორი უპასუხო გოლით მოიგო. თამაშის განახლებიდან მალევე „ძალოვნებმა“ წონასწორობა აღადგინეს და წინ გავიდნენ. ოცდამეექვსე წუთიდან შეხვედრაში ანგარიში კიდევ სამჯერ გათანაბრდა და მატჩი საბოლოოდ ფრედ 5-5 დასრულდა. „არმია“-ს რიგებიდან ჰეთ-თრიკი გოჩა ჯიქიამ გაიფორმა, დუბლი შეასრულა ლადო ბურდულმა.
საკვალიფიკაციო ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14 მაისს გაიმართება.
7 მაისს თბილისის ოლიმპიური სასახლე A და B ჯგუფის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩებს უმასპინძლებს.