"ბაზისბანკმა" "ჯაოკენს" საპასუხო მატჩშიც სძლია!

ყველა სიახლე
30 აპრილი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები გრძელდება.

„ბაზისბანკმა“ „ჯაოკენი“ საპასუხო მატჩშიც დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. ოცდამეექვსე წუთზე „ბანკირები“ წინ გავიდნენ, თამაშის ბოლომდე უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდეს და მეტოქე 4-1 დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი არჩილ კელიხაშვილმა გაიფორმა.

„ბაზისბანკი“-ს მეტოქე 1/2 ფინალში „ლიბერთი ბანკი“ იქნება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

არჩილ კელიხაშვილი, ბაზისბანკი: „ცოტა რთული შეხვედრა გამოგვივიდა. ორი მატჩის ჯამში შევძელით გამარჯვება. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა, როგორც ვიცი, მათთვის პირველი სეზონია. კმაყოფილები ვართ და იმედია ფინალში გავალთ. „ლიბერთი ბანკი“ გამოცდილი გუნდია რამდენიმე წელია ამ ტურნირს თამაშობს და ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ“.

„უკრაინა“-ს და „ლაქტალისს“ შორის გამართული დაპირისპირება ფრედ 2-2 დასრულდა. „უკრაინა“-მ პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობით 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპვა. პირველ ტაიმში გუნდები 1-1-ზე გაიყარნენ. ოცდამეთერთმეტე წუთზე „ლაქტალისი“ დაწინაურდა, მაგრამ მალევე ანგარიში საბოლოოდ გათანაბრდა.

„საქართველოს ბანკი“-ს და „ბი ემ ჯი“-ს შორის მატჩის შემდეგ საკვალიფიკაციო ლიგის ყველა წყვილი გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024