"ლიბერთი ბანკმა" მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის პლეი-ოფის შეხვედრები მიმდინარეობს.
საკვალიფიკაციო ლიგაში პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. „ლიბერთი ბანკმა“ „შიშეჯამი“ 5-2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგუზრი მოიპოვა. „შიშეჯამი“ საწყის წუთზე დაწინაურდა, მაგრამ „ბანკირებმა“ წონასწორობა მალევე აღადგინეს, წინ გავიდნენ და უპირატესობა აღარ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდიდან გოლი და ორი საგოლე გადაცემა თორნიკე კირკიტაძის სახელზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
თორნიკე კირკიტაძე, ლიბერთი: „ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. ვარჯიშები ნაკლებად გვქონდა, მაგრამ შეთამაშებული გუნდი ვართ და ვფიქრობთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. რაც შეეხება მეოთხედფინალს, უფრო ძლიერ გუნდს ველოდით, მაგრამ კარგი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. წელს ცოტა პრობლემები გვქონდა გუნდში და საკვალიფიკაციო ლიგაში გადმოსვლა ერთგვარი ტაქტიკური სვლა იყო. ჩემი აზრით, ამ ლიგის ღირსეული ფავორიტები ვართ“.
დღე გრანდ ლიგით დაიწყო. 1/2 ფინალის სასტარტო მატჩში „ბაქსვუდი“ და „ელპოზო“ ფრეზე გაიყარნენ. პირველი ტაიმი „ბაქსვუდმა“ აკაკი ქუხილავას გოლით მოიგო. ოცდამერვე წუთზე თემურ რაქვიაშვილმა წონასწოორბა აღადგინა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში უპირატესობა ვერც ერთმა გუნდმა მოიპოვა და განმეორებით შეხვედრას „ელპოზო“ და „ბაქსვუდი“ თანაბარი შანსებით შეხვდებიან.
საკვალიფიკაციო ლიგის სხვა ნახევარფინალისტებიც დღის ბოლომდე გამოვლინდებიან. გრანდ ლიგაში კი “McGill” „არმია“-ს დაუპირისპირდება.