"სეუ" ფინალში მეტოქეს ელოდება!

ყველა სიახლე
24 აპრილი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის პირველი ფინალისტი „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ გახდა.

„სეუ“-მ „რუსთავი“ განმეორებით მატჩში დიდი ანგარიშით 19-6 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. „სტუდენტებმა“ კომფორტული უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მეტოქე სერიის ორივე თამაშში უშანსოდ დატოვეს. გამარჯვებული გუნდიდან ხუთი გოლი ზაქრო მირზაშვილის სახელზეა, ჰეთ-თრიკი გაიფორმა დავით დანელიამ, დუბლი და სამი საგოლე გადაცემაა ნიკა ბიძინაშვილის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკა ბიძინაშვილი, სეუ: „რუსთავს თავიდანაც ვეთამაშეთ სატურნირო ცხრილში, მარტივად მოვიპოვეთ მათთან გამარჯვება, თუმცა კარგად მოვემზადეთ იმისთვის, რომ ნახევარფინალში გავსულიყავით. ჩვენი მიზანი ფინალის საგზურის მოპოვება იყო და ასეც მოვიქეცით. მწვრთნელის დარიგებები ასი პროცენტით შევასრულეთ და ეს შედეგზეც აისახა. ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა ფინალში იქნება ის, რომ მოვემზადებით მაქსიმალურად, ბევრს ვირბენთ და მოვინდომებთ ყველანაირად რათა თასიც ავწიოთ. ფუტსალის თამაში წელს დავიწყეთ რამდენიმემ და ძალიან კარგი ემოციები გვაქვს“.

„სეუ“-ს ფინალური მეტოქე „დინამო“-ს და „ჯიპა“-ს შორის გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024