"ავერსს" და NS Studio-ს შორის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა!

ყველა სიახლე
23 აპრილი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები „ავერსი“-ს და „ენ ეს სტუდიო“-ს მატჩით დასრულდა.

პირველი ტაიმი გოლის გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წამებზე NS Studio ჯემალ მახსოევმა გაიყვანა წინ. ოცდამეოთხე წუთზე „ფარმაცევტების“ მხრიდან წონასწორობა პაატა ლეჟავამ აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.

დაძაბული გამოდგა „არმია“ „ბეთლაივი“-ს შეხვედრა. „ბუკმეიკერებმა“ თამაშში ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. „ძალოვნებმა“ მეტოქეს პირველ ტაიმში ერთბურთიანი უპირატესობით აჯობეს. შეხვედრის განახლებიდან მალევე „ბეთლაივმა“ წონასწორობა აღადგინა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე „არმია“ კვლავ დაწინაურდა. დარჩენილ დროში ლუკა კაკაბაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და მომდევნო ეტაპისთვის ბრძოლაში გუნდებს კვლავ თანაბარი შანსი აქვთ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ენრი ჩადუნელი, არმია: „ნამდვილად კარგი თამაში გამოვიდა. კარგად მომზადებული და გამოცდილი გუნდია ბეთლაივი, კარგი სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. სანახაობრივი მატჩი იყო. ჩემი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი ჩვენ გვქონდა. განმეორებითი მატჩი გადაწყვეტს შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას. ახლა უკვე ვიცით, რომ მეტოქეს დაუბრუნდა სრული შემადგენლობა, სხვანაირად მობილიზებულები შევხვდებით შემდეგ თამაშს და ვეცდებით გავიმარჯვოთ“.

ლუკა კაკაბაძე, ბეთლაივი: „თანაბარი შანსები გვქონდა და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. პლეი-ფებია და ყველა დაძაბული მატჩი იქნება. ველოდით, რომ კარგი და რთული თამაში იქნებოდა. მოგება გვინდოდა. ორჯერ ვაგებდით და ორივეჯერ გავათანაბრეთ ანგარიში. გვსურს გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ბოლომდე მოვინდომებთ“.

ამავე ჯგუფში „კროკობეთი“ და „ჯორჯიან მანგანეზი“ სანახაობრივ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2. პირველი ტაიმი „ბუკმეიკერებმა“ ავტოგოლით მოიგეს. ოცდამერვე წუთზე GM-მა წონასწორობა აღადგინა. მალევე „კროკო“ კვლავ დაწინაურდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში.

30 აპრილს თბილისის ოლიმპიური სასახლე საკვალიფიკაციო ლიგის და გრანდ ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩებს უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024