"დიპლომატ ჯორჯია"-მ "ნიკორა"-სთან სერიაში უპირატესობა მოიპოვა!

ყველა სიახლე
23 აპრილი 2023

A ჯგუფის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები „დიპლომატ ჯორჯია“-ს და „ნიკორა“-ს მატჩით გაგრძელდა.

„დიპლომატმა“ პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. თამაშის განახლებიდან ოცდაათ წამში სხვაობა კიდევ გაიზარდა. „ნიკორა“-მ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ თამაშში ვეღარ დაბრუნდა და მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი გოგინაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „კარგად ავიღეთ სტარტი. შედეგით კმაყოფილები ვართ. ნელ-ნელა კიდევ უკეთეს ფორმაში შევდივართ პაუზის შემდეგ. ვაპირებთ, რომ ეს ტურნირი მაქსიმალურად კარგი შედეგით დავამთავროთ. ორივე მხრიდან იყო ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით და შედეგიც შესაბამისია“.

1/4 ფინალის სხვა შეხვედრაში „სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „ფარვანა“ კომფორტული სხვაობით 8-3 დაამარცხა. GSE სწრაფი გოლებით დაწინაურდა და პირველივე ტაიმში დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში „ფარვანამ“ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად იბრძოლა, მაგრამ თამაში ვეღარ შემოატრიალა. გამარჯვებული გუნდიდან ოთხი გოლი ვლადიმერ ფოფხაძის სახელზეა, ჰეთ-თრიკი გაიფორმა გოგიტა ჩუბინიძემ. მეტოქე გუნდიდან დუბლი რაფიკ მარგარიანმა შეასრულა.



  © SBM, 2016-2024