საკვალიფიკაციო ლიგაში პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
09 აპრილი 2023

საკვალიფიკაციო ლიგაში პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.

სასტარტო მატჩში „ლიბერთი ბანკმა“ „შიშეჯამი“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 5-1 და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. პირველი ტაიმის ერთწუთიან ინტერვალში „ბანკირები“ ორი გოლით დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს მოწინააღმდეგემ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში „ლიბერთი“-მ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

პირველ ტაიმში გატანილი გოლებით „უკრაინა“-მ „ლაქტალისთან“ 3-2 მოიგო. „უკრაინა“ წინ სწრაფი გოლით გავიდა. მეჩვიდმეტე წუთზე ლევან ჩიხრაძემ დუბლი გაიფორმა და სხვაობა სამბურთიანი გახადა. „ლაქტალისმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მატჩის ბედი ვერ შეცვალა და პირველ შეხვედრაში დამარცხდა.

დაძაბული გამოდგა „ბაზისბანკის“ და „ჯაოკენი“-ს დაპირისპირება. პირველი ტაიმი „ჯაოკენმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო. ოცდამეხუთე წუთზე „უკრაინა“-მ წონასწორობა აღადგინა, თამაშის დასრულებამდე კი შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დიმიტრი მაყიშვილმა გუნდს გამარჯვება მოუტანა (2-1).

საკვალიფიკაციო ლიგის განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 30 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024