23 მაისს, შესაძლოა ოქროს ლიგის პირველი 1/2 ფინალისტის ვინაობა გახდეს ცნობილი

ყველა სიახლე
22 მაისი 2017

23 მაისს, შესაძლოა ოქროს ლიგის პირველი 1/2 ფინალისტის ვინაობა გახდეს ცნობილი

ორ კვირიანი პაუზის შემდეგ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ გათამაშება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 23 მაისს განახლდება.

სამშაბათს ორი შეხვედრა გაიმართება.

20:00 სთ-ზე, ოქროს ლიგის მეორე 1/4 ფინალურ შეხვედრას გამართავენ არმია და GWP. შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით 3:2 დასრულდა და თუ ხვალაც მოახერხებენ GWP-ის ფეხბურთელები წარმატების მიღწევას, პირველები გაინაღდებენ ½ ფინალის საგზურს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს. რაც შეეხება ოქროს ლიგის დანარჩენ განმეორებით 1/4 ფინალურ დაპირისპირებებს, ისინი დაგეგმილისამებრ, 4 ივნისს გაიმართება.

23.05.2017. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (II)

20:00 GWP - არმია (3:2)

რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, კორპორატიული თასის გადადებულ 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული კი 28 მაისს გასამართ თასის 1/4 ფინალში „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს“ შეხვდება.

23.05.2017. კორპორატიული თასი. 1/8 ფინალი

21:00 RS - სფფ 2

სხვა 1/4 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება: არმია-ავერსი, ევროპაბეთი-ნატახტარი, TTC - პატრული.

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

 

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024