კორპორატიულ ლიგებში სტარტი უხვგოლიანი გამოდგა!

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2016

კორპორატიულ ლიგებში სტარტი უხვგოლიანი გამოდგა!

30 ოქტომბერს, ბიზნესის ჩენპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონმა სტარტი  კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდებისთვისაც აიღო. პირველი ტურის შეხვედრებს, ტრადიციულად ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის შეხვედრებით გაიხსნა. ტურის პირველივე დაპირისპირება, აჭარა ჯგუფისა და ჩემპიონატის დებიუტანტ, სავაჭრო ცენტრ „კუბიკის“ გუნდებს შორის საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გარდამავალი ანგარიშით და უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, აჭარა ჯგუფის ფეხბურთელის აკაკი ჩხიკვაძის მიერ მატჩის ბოლო წამზე გატანილი ულამაზესი გოლი, რომელმაც მის გუნდს დამსახურებული ქულა მოიტანა.  2-0 დასრულდა ძველი მეტოქეების, თეთრი ქუდის და ბანკ რესპუბლიკას გუნდების დაპირისპირება, სადაც გამარჯვება „სოკოებს“ ხვდათ წილად.  სამი უპასუხო გოლი და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერა აქტივში საქართველოს ბანკმა, რომლის მეტოქეც ავერსი იყო - 3-0. სასტარტო ტურში შედგა ლიგის ორი დებიუტანტის, ელიტა ბურჯისა და მინას დაპირისპირებაც, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად - 4-2. დამაჯერებლად იმარჯვა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის გუნდმაც, რომელმაც შემოსავლების სამსახურის გუნდს სძლია 2-0. ვერცხლის ლიგაში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა ლიბერთი ბანკმა. საქრუსენერგოსთან სრული უპირატესობით წარმართულ შეხვედრაში, „ბანკირებმა“ 4-0 იმარჯვეს. ტური, ევროპაბეთის და დომინო’ს პიცას გუნდების შეხვედრამ დაასრულდა, სადაც „ბუკმეიკერებმა“ არ დაინდეს დებიუტანტი და 9-1 დაამარცხეს. პოკერით გამოირჩა მათი შემტევი გიორგი კოპალიანი.

30.10.2016. ვერცხლის ლიგა. I ტური

  • აჭარა ჯგუფი - კუბიკი 3-3
  • თეთრი ქუდი - ბანკი რესპუბლიკა 2-0
  • საქართველოს ბანკი  - ავერსი 3-0
  • მინა - ელიტა ბურჯი 4-2
  • ბაქსვუდი - შემოსავლების სამსახური 2-0
  • ლიბერთი ბანკი - საქრუსენერგო 4-0
  • დომინო’ს პიცა - ევროპაბეთი 1-9

ოქროს ლიგის სტარტი განსაკუთრებით წარუმატებელი დებიუტანტებისთვის გამოდგა. შარშანდელი ვერცხლის ლიგის ფინალისტი, თბილისის მერია ოქროს ლიგის შარშანდელი ფინალისტს, ნატახტარს დაუპირისპირდა და 0-5 დამარცხდა. მენიუ.ჯის გუნდის პირველი მეტოქე, 2015/16 წ.წ კორპორატიული ლიგის თასის მფლობელი საქართველოს ფოსტა იყო, რომელთანაც 8-2 განადგურდნენ. სეზონის მესამე პკოერის ავტორი, „ფოსტალიონების“ თავდამსხმელი, თემურ ვაჩანძე გახდა. გამარჯვებით დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა - საპატრულო პოლიციის გუნდი, „ძალოვანთა დერბიში“, დებიუტანტ თავდაცვის სამინისტროს გუნდ „სარანგს“ დაუპირისპირდა და 3-0 სძლია. ასეთივე ანგარიშით დასრულდა ლიგის დებიუტანტის სფფ-2-სა და ვითიბი ბანკის გუნდების შეხვედრაც - 3-0. ფეხბურთის ფედერაციის გუნდი ერთადერთია „ახლებს“ შორის, ვინც ამ ტურში ქულების მოპოვება შეძლო. ტურის ყველაზე დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდებს შორის შედგა. ორივე გოლი, მატჩის ბოლო ორ წუთზე გავიდა და ორივე მათგანის ავტორი GWP-ის ფეხბურთელები იყვნენ - 2-0.

30.10.2016. ოქროს ლიგა. I ტური

  • თბილისის მერია - ნატახტარი 0-5
  • საქართველოს ფოსტა - Menu.Ge 8-2
  • TTC – GWP 0-2
  • პატრული - სარანგი  3-0
  • ვითიბი ბანკი - სფფ 0-3

6 ნოემბერს მეორე ტურის შეხვედრებს სუპერლიგა A-ს და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ. მატჩებს ტრადიცულად ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.



  © SBM, 2016-2024