"თსუ 2" გორში უპირატესობით ჩავა!

ყველა სიახლე
08 აპრილი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის 1/2 ფინალური ეტაპი „თსუ 2“-ის და „გორი“-ს დაპირისპირებით დაიწყო. „სტუდენტებმა“ უხერხული მეტოქე კომფორტული უპირატესობით დაამარცხეს, ანგარიშით 7-3 და სერიაში დაწინაურდნენ.

„სტუდენტებმა“ სწრაფი გოლით შეძლეს წინ გასვლა და მეთხუთმეტე წუთამდე მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს. ტაიმის ბოლომდე „გორმა“ ერთი ბურთი გაქვითა და მეორე ნახევარში მიღებულ ორივე გოლს უპასუხა. „თსუ 2“-მა ოცდამეცამეტე წუთზე სხვაობა კვლავ გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი ალექსანდრე ქაჯაიამ დააფიქსირა და დუბლი გაიფორმა. გამარჯვებული გუნდიდან ორი გოლია გეგა კოშაძის სახელზეც.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიგა გიკაშვილი, გორი: „თსუ კარგი მეტოქეა და მათთან ყოველთვის გვიჭირს ხოლმე თამაში. მატჩის წინ გახურება ვერ მოვასწარით და ამანაც იქონია გავლენა. სამით ნულიდან გაგვიჭირდა აღმოფხვრა, მაგრამ ვეცდებით შემდეგისთვის უკეთესად მოვემზადოთ. გორში უპირატესობა ჩვენი მაყურებელი იქნება, რაც მოგვცემს მოტივაციას უკეთესად ვითამაშოთ“.

ალექსანდრე ქაჯაია, თსუ 2: „კარგი და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, უხვგოლიანი და ლამაზ გოლიანი. გორი ყოველთვის დარჩება ჩვენთვის რთულ მეტოქედ. ჩვენი მწვრთნელი მითითები დაგვეხმარა, რომელმაც ზედმიწევნით აგვიხსნა ყველაფერი, ჩვენც დავუჯერეთ და შედეგი სახეზეა. შემდეგი თამაში გორში ძალიან რთული იქნება, რადგან იქ მაყურებლის ფაქტორი დაგვხვდება. ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო დასაწყისიდანვე მობილიზება, სწრაფად მოვახერხეთ სამი გოლის გატანა, რამაც თავისუფლება და თავდაჯერება მოგვცა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ქუთაისი 2“ „წალენჯიხა“-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024