"არმია"-მ წრიული ეტაპი მოგებით დაასრულა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეცხრე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „არმია“-მ „ბეთლაივს“ 2-0 სძლია. თამაშში ანგარიში ოცდამესამე წუთზე გოჩა ჯიქიამ გახსნა და „ძალოვნები“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში სხვაობა ავტოგოლით გაიზარდა. „ბუკმეიკერებმა“ ჩამორჩენის შემცირება ვერ შეძლეს და ორი უპასუხო გოლით დამარცხდნენ.
„დიპლომატ ჯორჯია“-ს და „ნიკორა“-ს დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩი საბოლოოდ ფრედ 3-3 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გიორგი ღონღაძემ „ნიკორა“ დააწინაურა. თამაშის განახლებიდან მალევე „დიპლომატმა“ წონასწორობა აღადგინა და ირაკლი გოგინაშვილის დუბლით ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა. მესამე გოლს „ნიკორა“-მ იმავე წუთზე უპასუხა და თამაშის ბოლომდე ანგარიში გაათანაბრა.
A ჯგუფში რამდენიმე წყვილი უკვე ცნობილია. მეოთხედფინალში „შსს“ „ქართუ“-ს ეთამაშება, „დიპლომატ ჯორჯია“ კი „ნიკორა“-ს დაუპირისპირდება.