A ჯგუფის დასკვნითი ტური GM-ის გამარჯვებით დაიწყო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფით გაგრძელდა.
მეცხრე ტურის შეხვედრაში „ჯორჯიან მანგანეზმა“ „ბანკი ქართუ“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 5-1. GM-მა პირველ ტაიმში ერთადერთი გატანილი გოლით იმარჯვა. „ბანკირებმა“ დარჩენილ დროში სხვაობის აღმოფხვრა ვერ შეძლეს და მიღებული მარცხით სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიცია დაიკავეს. შესაბამისად, მეოთხედფინალში „ქართუ“-ს მეტოქე „შსს“ იქნება, GM-ის მოწინააღმდეგე კი ტურის ბოლოს გამოვლინდება. დღევანდელ შეხვედრაში დუბლით დავით ქორიძე გამოირჩა.
B ჯგუფის მატჩში ერთმანეთს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და „ენერგო-პრო“ დაუპირისპირდნენ. „ენერგეტიკოსების დერბი“ სანახაობრივი გამოდგა და ფრედ 2-2 დასრულდა. GSE მეხუთე წუთზე ორი ბურთით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე მეტოქემ ერთი გოლი გაქვითა და სხვაობა შეამცირა. მეორე ნახევარში „ენერგო-პრო“-მ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ წინ გასვლა ვერ შეძლო და ბოლო ტურში პირველი ქულები დაკარგა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ლობჟანიძე, ენერგო-პრო: „ჩემი აზრით, რეგულარული სეზონი ძალიან კარგად ჩავატარეთ. კმაყოფილები ვართ. ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე დავრჩებოდით, მაგრამ მაინც მოტივირებულები გამოვედით. გვინდოდა, რომ ყველა თამაში მოგებით დაგვესრულებინა, მაგრამ ფეხბურთია და ხდება. გადავერთვებით პლეიოფზე და ვეცდებით გავიმარჯვოთ. ჩვენი მეტოქე მეამა იქნება, კარგი გუნდია, მაგრამ ვეცდებით შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ“.
ვლადიმერ ფოფხაძე, GSE: „საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა ეს მატჩი. ჯგუფის ლიდერებს შევხვდით. თავდაპირველად ორი ბურთით გავედით წინ, მაგრამ შემდეგ გაბათილდა ეს სხვაობა და საბოლოოდ ფრედ დასრულდა. სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა, მოგებას ვაპირებდით, ნამდვილი „ენერგეტიკული“ დუელი გამოვიდა. შემდეგ ეტაპზე იმედია მოვუმატებთ თამაშს და სასურველი შედეგებით დავასრულებთ თამაშს, ნებისმიერი გუნდისთვის მზად ვართ“.
დღის ბოლომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეცხრე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.