"ლიბერთი ბანკი" ასპარეზობას საკვალიფიკაციო ლიგაში გააგრძელებს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის რეგულარული ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
დღე B ჯგუფით დაიწყო. „ლიბერთი ბანკმა“ „DHL“-თან მატჩი 8-4 დათმო, ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა და საკვალიფიკაციო ლიგაზე გადაინაცვლა. შეხვედრა „ბანკირების“ უპირატესობით დაიწყო და მეთერთმეტე წუთამდე ლიდერობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლომდე „DHL“-მა თამაში შემოატრიალა და წინ კომფორტული სხვაობით გავიდა. გამარჯვებული გუნდიდან სამ-სამი გოლია ბექა შეროზიას და ბექა კამლაძის სახელზე. ამ შედეგით „დი ეიჩ ელ“-მა სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა, მისი მეოთხედფინალური მეტოქე დღის ბოლოს გამოვლინდება.
სასტარტო მატჩში NS Studio-მ „რუსთავის აზოტი“ 2-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეცხრე წუთზე გიორგი თოთლაძემ „ენ ეს სტუდიო“ დააწინაურა. სხვაობა ორამდე ჯემალ მახსოევმა გაზარდა. გიორგი ხომასურიძემ მალევე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „აზოტმა“ მატჩის ბედი ვეღარ შეცვალა და მინიმალური ჩამორჩენით დამარცხდა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღის განმავლობაში A და B ჯგუფის მეცხრე ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.