სერიის დასკვნითი მატჩი "ჯიპა"-ს სასარგებლოდ დასრულდა!

ყველა სიახლე
01 აპრილი 2023

სერიის დასკვნითი მატჩი

ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონში მეთხედფინალური ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალის ბოლო საგზური „ჯიპა“-მ მოიპოვა.

სერიის დასკვნითი მატჩი „ჯიპა“-ს და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს შორის სანახაობრივი გამოდგა. “ჯიპა“ თამაშის სტარტზევე ორი ბურთით დაწინაურდა. მეთერთმეტე წუთზე „ჯიპა“-ს მეკარემ წითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც, მთელი თამაში გუნდის კარს მოთამაშე იცავდა. UG2-მა ოცდამერვე წუთამდე გოლის გატანა ვერ შეძლო და მეტოქეს ოთხი ბურთით ჩამორჩა, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშში დაბრუნდა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. „სტუდენტური დერბი“ ბოლომდე დაძაბულად წარიმართა, საბოლოოდ კი UG განმეორებით მატჩშიც დამარცხდა, ანგარიშით 4-3 და ჩემპიონატს გამოეთიშა.

ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალში მოსახვედრად „ჯიპა“ რეგულარული სეზონის ჩემპიონს, „დინამო“-ს დაუპირისპირდება, „სეუ“ კი „რუსთავს“ გაეჯიბრება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ვახტანგ შეყლაშვილი, ჯიპა: „ძალიან, ძალიან რთული თამაში იყო. მეკარე მალევე გაგვიგდეს და მთელი თამაში მე მომიწია კარში დგომა. საოცარი მატჩი გამოვიდა. ჩვენ ბრძოლაში ვაჯობეთ. უფრო მეტად გვინდოდა გასვლა და ეს მოგება დავიმსახურეთ. ორივე მხარის გულშემატკივარს მადლობა, ვაფასებთ ასეთ მუხტს. მეორე ტაიმი უფრო რთული იყო, თან ხუთით შემოგვიტიეს და გაგვიჭირდა, შეცდომებიც დავუშვით. ნახევარფინალში ძალიან დაძაბული და რთული თამაში იქნება, იმედია დინამოსაც გავცდებით“.

ფუტსალის ლიგა 3-ის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები 8 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024