"დინამო" ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება!

ყველა სიახლე
01 აპრილი 2023

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო სეზონის მორიგი ნახევარფინალისტი „დინამო თბილისი“ გახდა. „ლურჯ-თეთრებმა“ სერიაში „სელერო“ დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

განმეორებით მატჩში „დინამო“-მ „სელერო“-ს სოლიდური ანგარიშით 13-2 სძლია და პლეი-ოფის პირველი ეტაპიც წაუგებლად გადალახა. „დინამო“ შეხვედრის დაწყებიდან სამ წუთში დაწინაურდა. „სელერო“-მ წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ მალევე ჩამორჩა მეტოქეს და პირველი ტაიმი ხუთბურთიანი სხვაობით დათმო. მეორე ნახევარში „დინამო“-მ უპირატესობა განიმტკიცა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკით და სამი საგოლე გადაცემით ლაშა-გიორგი ობოლაძე გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა ჯიქია, დინამო: „ყველა ძალიან მონდომებულია და მაქსიმუმს აკეთებს, არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ სამწვრთნელო შტაბი და მენეჯმენტიც. ნახევარფინალში ვართ, მოვემზადებით ამ ეტაპისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში მოვხვდეთ. სერიის თამაშები არ იყო რთული, მაგრამ თავისი დაძაბულო ახლდა, კარგად ვიყავით მომზადებული და არ გაგვიჭირდა. სასურველია, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ჯიპა იყოს, რადგან მხოლოდ მათთან ვითამაშეთ ფრე, იქ არ იყო ჩვენი თამაში, ვერც მაქსიმუმი ვაჩვენეთ გარკვეული მიზეზების გამო და დიდი სურვილი გვაქვს, რომ სწორედ მათ შევხვდეთ“.

განმეორებითი მეოთხედფინალების დასკვნითი მატჩი „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს და „ჯიპა“-ს შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024