"სეუ"-მ "სასკოლო აკადემია" განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა!

ყველა სიახლე
01 აპრილი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის განმეორებითი მეოთხედფინალები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩის შემდეგ პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს „სეუ“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდებიან.

„სეუ“-მ „სასკოლო ლიგის აკადემია“-სთან განმეორებით შეხვედრაში 4-1 იმარჯვა. პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. ოცდამეექვსე წუთზე „სტუდენტებმა“ ანგარიში გახსნეს და მალევე სხვაობა ოთხამდე გაზარდეს. ოცდამეთორმეტე წუთზე „სასკოლო აკადმია“-მ ერთი ბურთი გაქვითა, რის შემდეგაც, ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრაში დუბლით და ორი საგოლე გადაცემით ლუკა ბერიაშვილი გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლუკა ბერიაშვილი, სეუ: „პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. ალბათ ისე მობილიზებულები არ ვიყავით, როგორც სხვა თამაშებში. ეს გვაკლდა თავიდანვე. აგრესიით არ ვიყავით განწყობილი. შესვენებაზე მწვრთნელმა რა დავალებებიც მოგვცა გავითვალისწინეთ და შედეგიც სახეზეა. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ნახევარფინალისთვის მოვემზადებით, რა თქმა უნდა, მეორე ლიგაში გადასვლა გვინდა, ეს თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო“.

დღის განმავლობაში „დინამო“ „სელერო“-ს დაუპირისპირდება, „ჯიპა“ კი „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024