"დიპლომატმა" "კროკობეთთან" ბოლო წუთებზე გატანილი გოლით იმარჯვა!

ყველა სიახლე
19 მარტი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრებით დასრულდა.

„კროკობეთის“ და „დიპლომატ ჯორჯია“-ს მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მერვე წუთზე „დიპლომატ ჯორჯია“ წინ გავიდა. მეორე ტაიმის სტარტზევე „ბუკმეიკრებმა“ ანგარიში გაათანაბრეს და ცოტა ხანში დაწინაურდნენ კიდეც. მიღებულ გოლს ერთწუთიან ინტერვალში „დიპლომატმა“ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის ბოლო წუთებზე შედეგიანად გათამაშებული ჯარიმით კი 3-2 იმარჯვა. „კროკობეთმა“ ამ შედეგით მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ტურის სხვა შეხვედრაში „ნიკორა“ „ბეთლაივს“-ს დაუპირისპირდა და „ბუკმეიკრების“ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. „ნიკორა“-მ ტაიმი მეთექვსმეტე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. „ბეთლაივმა“ მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გიორგი ღონღაძემ გამარჯვების გოლით დუბლი შეასრულა და „ნიკორა“-მ მეტოქე 2-1 დაამარცხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი გონგაძე, ნიკორა: „ნამდვილად დაძაბული მატჩი იყო. ვიტყვი, რომ ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა შეხვედრა. როგორც მთელი სეზონი, დღესაც დანაკლისით გვიწევდა თამაში. ერთი სათადარიგოს მოთამაშე გვყავდა მხოლოდ. დღეს შეტევაში ვაჯობეთ მეტოქეს და ვფიქრობ, ფიზიკურად უფრო მომზადებულები ვიყავით. ბეთლაივი გამოცდილი გუნდია ნამდვილად და სასიხარულო გამარჯვება მოვიპოვეთ. წარმატებისკენ მივდივართ და დიდი მიზნები გვაქვს“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრები 2 აპრილს გაიმართება. საკვალიფიკაციო ლიგის პლეი-ოფი კი სტარტს 9 აპრილს აიღებს.



  © SBM, 2016-2024