"შსს" ცხრილში პირველობას არ თმობს!

ყველა სიახლე
19 მარტი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A ჯგუფის მერვე ტური „ქართუ ბანკი“-ს და „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა. „ძალოვნებმა“ მეტოქე იოლად დაამარცხეს, ანგარიშით 2-6 და ცხრილში პირველობას წაუგებლად ინარჩუნებენ.

მეათე წუთამდე შეხვედრაში გოლი არ გასულა. ტაიმის ბოლომდე „შსს“ ორი ბურთით გავიდა წინ, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმიათ. „MIA”-ს რიგებიდან მეორე ნახევარში ოთხი გოლი რევაზ ინჯგიამ გაიტანა და სოლიდური სხვაობა დააფიქსირა.

დაძაბული გამოდგა „ლიბერთი ბანკი“-ს და „ფარვანა“-ს ბრძოლა B ჯგუფის მერვე ტურში. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მიგელ მანასიანმა „ფარვანა“ დააწინაურა. ოცდამეათე წუთზე „ბანკირებმა“ წონასწორობა აღადგინეს. გუნდებმა დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები გაცვალეს, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა შეძლო და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

სათამაშო დღის დასკვნით შეხვედრებში „ნიკორა“ „ბეთლაივს“ ეთამაშება, „კროკობეთი“ კი „დიპლომატ ჯორჯია“-ს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024