"სეუ" 1/4 ფინალურ სერიაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
18 მარტი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრები გაიმართა. დასკვნით მატჩში „სეუ“-მ „სასკოლო ლიგის აკადემია“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 10-3.

მეთერთმეტე წუთამდე „სასკოლო აკადემია“-მ წონასწორობა ორჯერ აღადგინა. „სტუდენტები“ მალევე დაწინაურდნენ და დარჩენილ დროში უპირატესობა სოლიდური გახადეს. „სეუ“ მთელი თამაში დომინირებდა და კომფორტულ სხვაობას ინარჩუნებდა. გამარჯვებული გუნდიდან ხუთი გოლი ლუკა ალანიას სახელზეა. „სასკოლო აკადემიის“ მხრიდან დუბლი კახი გოგოხია-ხატისკაცმა გაიფორმა.

ფუტსალის ლიგა 3-ის განმეორებითი მეოთხედფინალი „ქუთაისი 3“-ს და „რუსთავს“ შორის 25 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. დარჩენილ შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე 1 აპრილს უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024