"იმერლებმა" მეორე ტაიმში თამაშში დაბრუნება ვეღარ შეძლეს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხედფინალები „ქუთაისი 3“-ის და „რუსთავი“-ს სანახაობრივი დაპირისპირებით გაგრძელდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ „რუსთავი“-ს გამარჯვებით 10-5 დასრულდა.
საწყის სამ წუთში „რუსთავი“ სამი ბურთით დაწინაურდა და გიორგი თოდუამ ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ტაიმის ბოლომდე „იმერლებმა“ წონასწორბა აღადგინეს და წინ გავიდნენ. ოცდამეათე წუთამდე გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. დარჩენილ დროში „რუსთავმა“ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში და მალევე უპირატესობაც დაიბრუნა, რომელიც ცოტა ხანში სოლიდური გახდა.
შეხვედრაში საუკეთესო „რუსთავი“-ს ხუთიანი გიორგი თოდუა იყო, რომელმაც ყველაზე სწრაფ ჰეთ-თრიკთან ერთად, ჩემპიონატში პირველი ორმაგი ჰეთ-თრიკი შეასრულა. გამარჯვებული გუნდიდან პოკერით თავი ლუკა გოზალიშვილმაც გამოიჩინა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი თოდუა, რუსთავი: „დაძაბული თამაში იყო. მომზადებულები გამოვედით. ცოტა დავიძაბეთ თავიდან, პირველი სამი გოლის შემდეგ კიდევ გვინდოდა გატანა, მაგრამ „ქუთაისელებმა“ გამოიჩინეს თავი და ცოტათი თამაშითაც გვაჯობეს პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში დავლაგდით და დამაჯერებელი ანგარიშითაც მოვიგეთ. ბედნიერი ვარ დღევანდელი ჩემი შედეგით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრ გოლს გავიტანდი. ქუთაისში ვფიქრობ, მეტი შემართებით დაგვხვდებიან, უფრო დამაჯერებლად. ჩვენც მომზადებულები ჩავალთ და ვეცდებით ბევრი გოლი გავიტანოთ“.
განმეორებითი შეხვედრა „ქუთაისი 3“-ს და „რუსთავს“ შორის 25 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.