"დიპლომატმა" "ქართუ" მინიმალური სხვაობით დაამარცხა!

ყველა სიახლე
12 მარტი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A ჯგუფის მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „დიპლომატ ჯორჯია“ და „ბანკი ქართუ“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა „დიპლომატის“ სასარგებლოდ 2-1 დასრუდა.

პირველი ტაიმის მიწურულს „ბანკირები“ ნიკა თოდუამ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. მეორე ტაიმში გუგა კამლაძემ წონასწორობა აღადგინა, ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გატანილი ავტოგოლით კი „დიპლომატმა“ თამაში მოიგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა თოდუა, ქართუ: „მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მეტოქესაც ჰქონდა საგოლე მომენტები. მეორე ტაიმში აღვნიშნავდი, რომ ფიზიკურმა ძალებმა გადაწონა, მოწინააღმდეგეს მეტი შემცვლელი ჰყავდა. ასევე, სამკვირიანი პაუზა მოგვიწია და ცოტა შეუთამაშებლები ვიყავით. არ ვთვლი, რომ ცუდი თამაში ჩავატარეთ. ეს არის სპორტი, სადაც გამარჯვებასთან ერთად, მარცხის მიღებაც უნდა შეგეძლოს. ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი მთავარი მოტივაცია ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად კარგი შედეგიცაა. ვეცდებით, რომ ტრადიციულად ფინალში ვითამაშოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ“.

გუგა კამლაძე, დიპლომატ ჯორჯია: „თავიდანვე უპირატესობას ვფლობდით, მომენტების ვქმნიდით, მაგრამ არ გადიოდა გოლი. შემდეგ ტაიმის ბოლოს ჩვენივე შეცდომით ჯარიმა ავიღეთ და ათმეტრიანით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ ყველაფერი და გარდავტეხეთ თამაში. ყველაფერი წინ არის. მთავარია პლეიოფში რა იქნება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ტურნირში გავიმარჯვოთ და დიპლომატ ჯორჯიამ წარმატებას მიაღწიოს“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფის შეხვედრები 19 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024