"ქუთაისი 3"-მა "სასკოლო აკადემია"-სთან სამი ქულა აიღო!

ყველა სიახლე
04 მარტი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ს 2022/23 წწ. რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღე „სასკოლო ლიგის აკადემიის“ და „ქუთაისი 3“-ის დაპირისპირებით დაიწყო. „იმერლებმა“ მეტოქესთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით 6-2 და წრიული ეტაპი ოთხეულში დაასრულეს.

მატჩის პირველი ნახევარი „ქუთაისი“-ს სრული უპირატესობით  წარიმართა. მეორე ტაიმის ორწუთიან ინტერვალში „სასკოლო აკადემია“-მ  ორი ბურთი გაქვითა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო და საბოლოოდ სოლიდური ჩამორჩენით დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლი ალექსანდრე არსენაძის სახელზეა.

„სასკოლო აკადემია“ მეოთხედფინალურ ეტაპზე „სეუ“-ს შეხვდება. „ქუთაისი“-ს მოწინააღმდეგე კი ტურის დასკვნით მატჩში გამოვლინდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალექსანდრე  არსენიძე, ქუთაისი 3: „ჯგუფის ბოლო თამაში წარმატებით დავასრულეთ. ჩვენ ხასიათზე დადებით იქონიებს ეს გავლენას. გადართულები ვართ პლეიოფის თამაშებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ეტაპი. მესამე გუნდს წარმოვადგენთ, ახალგაზრდები ვართ და ჩვენთვის პრიორიტეტია მეოთხედფინალებში თავის კარგად წარმოჩენა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელს ვაჩვენოთ ისეთი თამაში, როგორიც  შეეფერება ქუთაისს. დღეს ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, შეუძლიათ მათ თამაში და მიხარია, რომ ბევრი მათგანი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც არის. გაშვებულ ორ გოლზე ვიტყოდი, რომ ჩვენი მხრიდან იყო შეცდომები, ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი“.

პავლე დოლიძე, სასკოლო აკადემია: „სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ამ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე შემართებით ვიყავით. სამწუხაროდ, დავმარცხდით. შედეგმა ჩვენთვის არ გაამართლა. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, არასწორად ვმოძრაობდით. შეტევაში კარგად გამოგვდიოდა ყველაფერი, მაგრამ დამასრულებელი ფაზა გვაქვს გამოსასწორებელი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი მეტოქე „სეუ“ იქნება, მართალია მათთან დავმარცხდით წინა შეხვედრაში, მაგრამ მას შემდეგ გავიზარდეთ, მოვუმატეთ თამაშის ხარისხი და ჩემი აზრით გავალთ შემდეგ ეტაპზე“.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.



  © SBM, 2016-2024