"თსუ 2"-მა წრიული ეტაპის ბოლო მატჩში "სპორტუნი"-სთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
03 მარტი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონში წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეთოთხმეტე ტური „თსუ 2“-ის და „სპორტუნი“-ს დაპირისპირებით დაიწყო.

„სტუდენტური დერბის“ მესამე წუთზე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, რის შემდეგაც „თსუ“ წინ გავიდა და პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. „სპორტუნი“-მ მიღებულ ბურთებს ბოლო წუთზე უპასუხა და საბოლოოდ 7-2 დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლი საბა ეგრისელაშვილის სახელზეა.

ამ შედეგით თსუ2-მა რეგულარული სეზონი სამეულში დაასრულა. „სპორტუნი“ კი ბოლო ადგილზე რჩება. მეოთხედფინალში მათი მეტოქეები ტურის სხვა შეხვედრების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

საბა ეგრისელაშვილი, თსუ2: „სეზონის დაწყებიდანვე მაქსიმალურად მაღალი პოზიციებისთვის ვიბრძოდით. ვფიქრობ, კარგად დაკომპლექტებული გუნდი ვართ და პლეიოფსაც კარგად მომზადებულები შევხვდებით. აღსანიშნავია, რომ დღეს მეტოქე მცირე შემადგენლობით იყო. ეს ანგარიში ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი გუნდია, პირიქით, საკმაოდ ძლიერები არიან, რაზეც მეტყველებს მათი ფუტსალის თასის ფინალში გასვლაც. ყველა მეტოქე ასე თუ ისე შესწავლილი გვყავს და ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული თამაშები იქნება პლეიოფში. სეზონის რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დასრულება გვსურს“.

რეგულარული სეზონის დასკვნით ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს „გორი“ და „ილიაუნი 2“ შეხვდებიან.



  © SBM, 2016-2024