გრანდ ლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე გრანდ ლიგით დაიწყო.
სატურნირო ცხრილის ლიდერი „ბაქსვუდი“ „McGill“-ს დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მაკგილმა ტაიმი ლაშა მდივანის გოლით მოიგო. ოცდამეთხუთმეტე წუთზე თორნიკე ბოჭორიშვილმა წონასწორობა აღადგინა და სახიფათო მომენტების მიუხედავად, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეხუთე ტურის სხვა შეხვედრაში „არმია“-მ „ელპოზო“-სთან მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა. პირველი ტაიმი „ძალოვნებმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგეს. მეორე ნახევრის სტარტზე მალხაზ მერლანმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ბოლო წუთზე გოჩა ჯიქიამ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და საბოლოო შედეგი, 3-0 დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლაშა მდივანი, McGill: „ძალიან კარგი თამაში იყო, დაძაბული, რისთვისაც მოწინააღმდეგეს ვუხდი მადლობას. ჩვენ შემცირებული შემადგენლობით ვიყავით და გვქონდა გეგმა, რომ მეორე ნომრად გვეთამაშა, ამ გეგმას კარგად გავართვით თავი. მომენტებიც გვქონდა და მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, რითაც ალბათ გადავწყვეტდით მატჩის ბედს. სამწუხაროდ, შეცდომის გამო, გოლი მივიღეთ“.
თორნიკე ბოჭორიშვილი, ბაქსვუდი: „პირველ რიგში, მოწინააღმდეგეს მადლობა საინტერესო თამაშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში ადგილები თითქმის გადანაწილებულია, მაინც დაძაბული მატჩი იყო. პირველ ტაიმში ცოტა დაბნეულები ვიყავით, ვერ ვმოძრაობდით ბევრს. მეორე ნახევარში მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა მეორე გოლის გასატანად და ზოგადად, თამაშის მოსაგებად“.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს საკვალიფიკაციო ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრებიც გაიმართება.