"ილიაუნი 2"-მა UG კომფორტული სხვაობით დაამარცხა!

ყველა სიახლე
20 თებერვალი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეცამეტე ტურის დასკვნით მატჩში „ილიაუნი 2“ „საქართველოს უნივერსიტეტს“ დაუპირისპირდა და კომფორტული სხვაობით 4-1 იმარჯვა.

მატჩის პირველი ნახევარი „ილიაუნიმ“ საწყის წუთზე გატანილი გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგო. მეორე ტაიმში ირაკლი გაბისკირიამ აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და უპირატესობა ორამდე გაზარდა. ერთწუთიან ინტერვალში გიორგი წიქვაძემ კიდევ ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. თამაშის მიწურულს პრესტიჟის გოლი ნიკა ლაბაძემ გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე ხუციბერიძე, ილიაუნი2: „ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული მატჩი იყო. მოწინააღმდეგეს მადლობა ასეთი თამაშისთვის. ჩემთვის სადებიუტო სეზონია, პირველი თამაშებია და ჩემი გუნდის  მჯერა. დღეს მეტის გაკეთებაც შემეძლო. დღევანდელი შედეგი იმის დამსახურებაა, რომ ვარჯიშებზე ძალიან მონდომებულები ვართ და გვინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ, ვფიქრობ, ეს შეგვიძლია.

ნიკოლოზ კოპალიანი, UG: „ჩემი აზრით, მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა. ძალიან დაძაბული იყო. ასე წაგებას არ ვიმსახურებდით, მინიმუმ ფრე მაინც გვეკუთვნოდა, მაგრამ სწრაფმა გოლმა მაინც თავისი ქნა. ვფიქრობ, თანაბარი თამაში მიდიოდა, პირველ ტაიმში უკეთ რომ გვეთამაშა, მინიმუმ ქულას შევინარჩუნებდით.  ეს შედეგი უფრო ხუთზე შეტევისას დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში „ქუთაისი 2“ ლიდერობს.



  © SBM, 2016-2024