"სტუდენტებმა" "რუსთავთან" სოლიდური უპირატესობით იმარჯვეს!

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეექვსე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. „ჯიპა“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა და სოლიდური ანგარიშით 14-4 იმარჯვა.

„სტუდენტებმა“ უპირატესობა საწყის წუთებშივე მოიპოვეს და ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. თამაშის განახლებიდან „ჯიპა“ კიდევ უფრო აქტიურად უტევდა მეტოქეს. „რუსთავმა“ მეორე ტაიმშიც მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო და ათბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდა. „ჯიპა“-ს რიგებიდან ოთხი გოლი გიორგი ხმალაძის სახელზეა, ჰეთ-თრიკი შეასრულა თორნიკე ზოიძემ, დუბლი გაიფორმა გიორგი ტეფნაძემ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ხმალაძე, ჯიპა: „მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩვენთვის. გვჭირდებოდა ამ თამაშის მოგება. შესაბამისად, შემართებით გამოვედით. პირველ ტაიმში დიდი ანგარიშით ვერ დავწინაურდით, მაგრამ მეორეში გარდატეხა შევიტანეთ და მეტოქეს ძალიან გავასწარით. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და მომენტების გამოყენებაც შევძელით. დღეს უფრო კომპაქტურები ვიყავით, მეტოქეს მეტი მოძრაობით და მონდომებით ვაჯობეთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩი „სელერო“-სა და „სეუ“-ს შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024