„კროკობეთი“ A ჯგუფში წაუგებლად ლიდერობს!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეექვსე ტური „კროკობეთი“-ს და „საქართველოს ბანკი“-ს დაპირისპირებით გაგრძელდა.
„ბუკმეიკერებმა“ ორბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და მორიგი სამი ქულა მიითვალეს. გიორგი სოზაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ სხვაობა ავტოგოლით გაიზარდა. ოცდამეათე წუთზე ლევან ბარათაშვილმა „ბუკმეიკერების“ სასარგებლოდ მესამე გოლი გაიტანა. თამაშის დასრულებამდე დავით ცხონდიამ ერთი ბურთი გაქვითა და „ბანკირები“ საბოლოოდ 3-1 დამარცხდნენ.
ტურის სხვა შეხვედრაში „ნიკორა“-მ „არმია“ დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა. მეექვსე წუთზე „ძალოვნები“ ავტოგოლით დაწინაურდნენ. ტაიმის დასრულებამდე „ნიკორა“-ს რიგებიდან ნიკა ჯოლოხავამ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში მამუკა ამაშუკელმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ოცდამეცამეტე წუთზე ირაკლი დევიძემ საბოლოოდ მოიპოვა „ნიკორა“-სთვის უპირატესობა და „არმია“ მინიმალური ჩამორჩენით დამარცხდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთერთმეტე სათამაშო დღის დასკვნით შეხვედრებში „ავერსი“ NS Studio-ს ეთამაშება, „ბანკი ქართუ“ კი „ბეთლაივს“ დაუპირისპირდება.