"ენერგო-პრო" უდანაკარგო სერიას აგრძელებს!

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთერთმეტე სათამაშო დღე B ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრით გაგრძელდა. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში „ენერგო პრო“-მ „ფარვანას“ ბოლო წამზე გატანილი გოლით 3-2 სძლია და უდანაკარგო სერიას აგრძელებს.

„ენერგეტიკოსები“ მეორე წუთზე მინიმალური ანგარიშით იგებდნენ. ტაიმის დასრულებამდე „ფარვანა“-მ წონასწორობა აღადგინა და მეორე ნახევარში წინ გავიდა. მიღებულ გოლს „ენერგო პრო“-მ მალევე უპასუხა. ბოლო წუთზე გათამაშებული ჯარიმა ლუკა გოგუაძემ შედეგიანად გამოიყენა, აქტივში მესამე გოლიც მიითვალა და გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. „ჯორჯიან მანგანეზმა“ წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შემოატრიალა და „დიპლომატ ჯორჯია“ 3-1 დაამარცხა. მეთვრამეტე წუთზე „დიპლომატი“ გუგა კამლაძემ დააწინაურდა. მეორე ტაიმში დავით ქორიძემ ჯერ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი GM წინ გაიყვანა. თამაშის მიწურულს საბოლოო ანგარიში შალვა ფურცელაძემ დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით ქორიძე, ჯორჯიან მანგანეზი: რადგან დებიუტანტი გუნდი ვართ, ჯერ ცოტა არიყოს შეჩვევის პერიოდი გვაქვს. დაძაბული მატჩი გამოდგა. ჩვენ თავიდან მეორე ნომრად ვთამაშობდით, თუმცა თამაშის მიმდინარეობისას კონტრშეტევებიდან გამომდინარე ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. ძლიერი მეტოქეა დიპლომატი, ბოლო წუთებზე დიდი ძალებით გვიტევდნენ, მეკარე შეცვალეს და უპირატესობაში იყვნენ, თუმცა მაინც მოვახერხეთ ჩვენი შანსის დაჭერა და ანგარიში 3-1 გავხადეთ“.

A  და B ჯგუფის მეექვსე ტურის სხვა შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე დღის ბოლომდე უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024