"ლაქტალისმა" პირველი მარცხი "ბაზისბანკთან" იწვნია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ლიგის მეოთხე ტური „ლაქტალისი“-სა და „ბაზისბანკი“-ს დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი „ბანკირებმა“ ბოლო წამზე გაიტანეს. გუნდები მთელი თამაში ინტენსიურად უტევდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერც ერთმა შეძლო. საფინალო სირენასთან ერთად მეტოქის კარი გიორგი გოგავამ აიღო და „ლაქტალისმა“ პირველი მარცხი იწვნია, ანგარიშით 1-0.
მეოთხე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა გრანდ ლიგაშიც. „ბაქსვუდმა“ „არმია“-ს მეორე წრეშიც აჯობა და დაუმარცხებლად ასპარეზობას განაგრძობს. პირველივე წუთზე გუნდი დავით ლომაიამ დააწინაურა, მალევე სხვაობა ორ ბურთამდე თენგიზ უგრეხელიძემ გაზარდა. „ძალოვნების“ რიგებიდან გოჩა ჯიქიამ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო ანგარიში, 3-1, კი აკაკი ქუხილავამ დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ალავიძე, ლაქტალისი: „ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. თანაბარი ბრძოლა იყო, ორივე ძლიერი გუნდი ვართ და ბოლო მომენტში დავუშვით შეცდომა. არ ჩამოვყევით მეტოქეს და არ ავიყვანეთ მათი თერთმეტი ნომერი, რის გამოც გოლი გავუშვით. კვირაში სამჯერ ვვარჯიშობთ და მომზადებულები ვართ ასე თუ ისე, მეტოქეც კარგ ფორმაში იყო როგორც ჩანს და ბევრი გოლი არ გავიდა. პირველი მარცხი იყო, მაგრამ არაუშავს, ფარხმალს არ დავკარგავთ და გავაგრძელებთ ჩვეულ რიტმში თამაშს“.
გიორგი გოგავა, ბაზისბანკი: „საინტერესო თამაში გამოვიდა, ღირსეული მეტოქე გვყავდა და ბოლო წამზე მოვახერხეთ გამარჯვება. საინტერესო ტურნირია ზოგადად, დაძაბული თამაშებია. მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, შედეგებიდან გამომდინარეც ეტყობა ლაქტალისს, რომ ძლიერი გუნდია. ბოლო წუთზე ბედმა ჩვენ გაგვიღიმა“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე A და B ჯგუფის შეხვედრებით დასრულდება.