"მაკგილმა" "ელპოზო"-სთან კომფორტული ანგარიშით იმარჯვა!

ყველა სიახლე
12 თებერვალი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე გრანდ ლიგის მატჩით გაგრძელდა. McGill-მა „ელპოზო“ კომფორტული უპირატესობით დაამარცხა, ანგარიშით 5-2.

შეხვედრაში ანგარიში მაკგილმა მეათე წუთზე გახსნა და ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში თამაშის განახლებისთანავე „ელპოზო“-მ წონასწორობა აღადგინა და მალევე წინ გავიდა, მაგრამ ოცდამერვე წუთიდან უპირატესობა დაკარგა და „მაკგილ“-თან მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ნიკოლოზ ჯალაღანიამ გაიფორმა.

დღის სხვა მატჩში „უკრაინა“ „შიშეჯამ“-ს დაუპირისპირდა, მეტოქე მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 7-2 და წაუგებელ სერიას აგრძელებს. მეორე წუთისთვის გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. „შიშეჯამი“ გიორგი ლიპარტელიანის გოლით დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლომდე „უკრაინამ“ უპირატესობა მოიპოვა (3-2) და თამაშის დასრულებამდე სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი ლევან ჩიხრაძის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩს შემდგომ კომენტარებს:

თემურ რაქვიაშვილი, ელპოზო: „მეორე წრე ახლა დაიწყო, გუნდი ცოტა მოუმზადებელია, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევალთ, პლეი-ოფები წინაა. ვარჯიშებზე დავხვეწავთ ყველაფერს და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ. ტაქტიკურად რამდენიმე წუთი ჩავარდნა გვქონდა, მოვდუნდით და უყურადღებობის გამო დავმარცხდით. მოწინააღმდეგე კარგი გუნდია, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და წარმატებებს ვუსურვებ მათ. ლიგის ყველა გუნდთან კარგი ბრძოლა იქნება“.

ნიკოლოზ ჯალაღანია, მაკგილი: „კარგი თამაში გამოვიდა. მოწინააღმდეგე ძლიერია. ჩვენ უფრო გაგვიმართლა და მოვიგეთ. ჩვენს გუნდში ტრავმიანობა იყო, ახლა რამდენიმე მოთამაშე დაგვემატა და სათადარიგო სკამი გაგვეზარდა, რამაც შესაძებლობა მოგვცა მეორე ტაიმშიც ისე გვეთამაშა, როგორც პირველში“.

დღის ბოლომდე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სხვა შეხვედრებიც გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024