DHL-ისა და ავერსის დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
12 თებერვალი 2023

DHL-ისა და ავერსის დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს. B ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩი DHL და „ავერსი“ ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 3-3.

„ფარმაცევტები“ შეხვედრაში ორჯერ ლიდერობდნენ, ოცდამეთხუთმეტე წუთზე DHL-მა მეორედ გაათანაბრა ანგარიში (2:2) და მელევე წინ გავიდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე „ავერსმა“ წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა თითო ქულა მიითვალეს.

დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. ერთმანეთს  „BMG“ და „ჯაოკენი“ დაუპირისპირდნენ. სანახაობრივი შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა და მიმდინარე სეზონში გუნდებმა პირველი ქულები მოიპოვეს. „ჯაოკენმა“ ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლომდე მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. „ჯაოკენი“ ოცდამეთქვსემე წუთზე კვლავ დაწინაურდა და პირველ გამარჯვებასთნ ახლოს იყო, მაგრამ „ბიემჯიმ“ საფინალო სირენის შემდეგ ბურთი შეინარჩუნა და ანგარიში გაათანაბრა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა ბაციკაძე, BMG: „ძალიან  დაძაბული თამაში გამოვიდა. მთვარია, რომ რაღაცნაირად მოვახერხეთ ბიემჯიმ და უკეთესად ვითამაშეთ, ეს ალბათ გამოცდილების ამბავია. მოწინააღმდეგესაც ვულოცავ პირველ ქულას. ვფიქრობ, რომ მაინც მოსაგები გვქონდა თამაში. ჩვენი პროგრესი აშკარაა, შევეჩიეთ იმ გარემოს, რომელსაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა გვთავაზობს - კარგ გარემოს ფეხბურთისთვის. უცხო იყო ჩვენთვის დარბაზის ფეხბურთი. ერთი თამაში დარჩენილი გვაქვს და იმედია უკეთესად ვიასპარეზებთ“.

ნიკა ხვთისიაშვილი, ჯაოკენი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ორივე გუნდს გვქონდა მომენტები, შანსები. ბოლო წუთზე სამწუხარო გოლი გავუშვით. თამაშს ვაკონტროლობდით, ალბათ უფრო ჩვენ მიგვყავდა მიმდინარეობა, მაგრამ არაუშავს. ბოლოს მიღებული გოლი უყურადღებობის ბრალი იყო, გვეგონა უკვე დასრულდა თამაში და მოგებული გვქონდა, უკან აღარავინ დარჩა და გაგვიტანეს“.

დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფის, გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის შეხვედრები გაიმრთება.



  © SBM, 2016-2024