უხვგოლიან შეხვედრაში "იმერლებმა" "ილიაუნი 2"-ს აჯობეს!

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2023

უხვგოლიან  შეხვედრაში

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეთორმეტე ტური „ქუთაისი 2“-ისა და „ილიაუნი 2“-ის მატჩით გაგრძელდა. „იმერლებმა“ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქე 7-5 დაამარცხეს.

„ქუთაისი“ მესამე წუთზე ავტოგოლით გავიდა წინ, მალევე სხვაობა ორამდე გაიზარდა. „სტუდენტებმა“ ტაიმის ბოლომდე ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ბოლო წუთზე საკუთარ კარშიც მიიღეს გოლი. მეორე ნახევარში „ილიაუნი“ კიდევ ერთხელ მიუახლოვდა მეტოქეს, თუმცა კვლავ უშედეგოდ და საბოლოოდ „ქუთაისთან“ მეორე შეხვედრაში დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სერგეი პიჩუგინმა დუბლი გაიფორმა, მეტოქის მხრიდან ორი გოლია  გიორგი კურტანიძის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბიქტორ გვეტაძე, ქუთაისი 2: „რთული თამაში იყო, მეტოქე ძალიან ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და ჩვენ მოგება არ გვქონდა დაგეგმილი. კარგი მატჩი გამოვიდა. ყველაფერი გამოგვივიდა. ილიაუნის წარმატებებს ვუსურვებ. დღევანდელი თამაში სანახაობრივი იყო, ბევრი გოლიც გავიდა. ორივე მხარემ მაქსიმუმი გავაკეთეთ, ცოტათი ვაჯობეთ და გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ“.

გიორგი კურტანიძე, ილიაუნი 2: „ძალიან გულდაწყვეტილები ვართ რომ წავაგეთ, ფაქტობრივად, პირველობის შანსი დავკარგეთ რეგულარულ სეზონში. პლეიოფისთვის მოვემზადებით. რამდენიმე წამყვანი მოთამაშის დანაკლისი ძალიან ეტყობა ჩვენს გუნდს ბოლო შეხვედრებში. სავარაუდოდ, მეოთხედფინალებიდან დაგვიბრუნდებიან ისინი და მზად ვიქნებით“.

მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩი „თსუ 2“ „წალენჯიხას“ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ცხრილში პირველობას შეინარჩუნებს.



  © SBM, 2016-2024