"დინამო"-მ მორიგი გამარჯვება იზეიმა!

ყველა სიახლე
05 თებერვალი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეხუთე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდნენ. „თბილისელებმა“  მორიგი შეხვედრაც მოიგეს, ანგარიშით 10-0 და მარტივი სამი ქულა მიითვალეს.

„დინამო“-მ თამაშზე კონტროლი პირველივე წუთებიდან მოიპოვა და მეორე ნახევარს ხუთბურთიანი უპირატესობით შეხვდა. სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერები მეორე ნახევარშიც წარმატებით უტევდნენ და სხვაობა, კარის მშრალად შენახვასთან ერთად, გააორმაგეს. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო მოთამაშედ ცოტნე მესხი დასახელდა, რომლის ანგარიშზეც ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ლაშა-გიორგი ობოლაძემ, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირია, დუბლი გაიფორმეს კახა მაღლაკელიძემ და „დინამო“-ს მეკარემ, გიორგი ცხვედიანმა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეექვსე ტურის შეხვედრები სტარტს გორის სპორტის სასახლეში 18 თებერვალს აიღებს.



  © SBM, 2016-2024