"კროკობეთს" პირველი ქულები "არმიამ" დააკარგვინა!

ყველა სიახლე
05 თებერვალი 2023

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორგი სათამაშო  დღე A ჯგუფის მეხუთე ტურის დასკვნითი მატჩით დასრულდა. ერთმანეთს „არმია“ და „კროკობეთი“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბული მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე მიილია. ოცდამესამე წუთზე გიორგი ბერბიჭაშვილმა „ბუკმეიკერები“ დააწინაურა. „არიემლთა“ რიგებიდან წონასწორობა ნიკოლოზ ურეხელიძემ აღადგინა. დარჩენილ დროში გუნდები ინტენსიურად უტევდნენ, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ (1-1). ამ შედეგით „კროკობეთმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა.

დღის სხვა შეხვედრაში „ფარვანა“-მ „მეამა“-ს დამაჯერებელი ანგარიშით 5-0 მოუგო. „ფარვანა“-მ პირველ ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა,  თამაშის ბოლომდე კარი მშრალად შეინახა და სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა. გამარჯვებული გუნდის  რიგებიდან სამი გოლი რაფიკ მარგარიანის სახელზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ბერბიჭაშვილი, კროკობეთი: „საკმაოდ რთული მეტოქე იყო, მადლობა მათ შესანიშნავი მატჩისთვის. გარდამავალი თამაში იყო, მცირე უპირატესობა ჩვენ გვქონდა, შემდეგ იცვლებოდა ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში, არმიას მეკარემ დიდი როლი ითამაშა, რომელმაც ბევრი ბურთი მოიგერია. სეზონი წინაა და ვფიქრობ, პირველ ადგილზე ვიქნებით. გრძელი სეზონია და ეს ქულების დაკარგვა ანაზღაურდება“.

ნიკოლოზ უგრეხელიძე, არმია: „კარგი თამაში იყო. პირველი თამაში არ იყო კროკობეთთან და მათთან ყოველთვის ასეთი ბრძოლაა. შეიძლება ითქვას, ამ ლიგაში შსს-სთან ერთად ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა სწორედ ეს გუნდია. ორივემ ცოტა იღბლიანი გოლები გავიტანეთ. თანაბარი თამაში იყო, რაც ანგარიშზეც აისახა“.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი  სათამაშო დღე 12 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024