"ბუკმეიკერებმა" GM-თან მარტივად იმარჯვეს!

ყველა სიახლე
05 თებერვალი 2023

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონის მორიგი სათამაშო დღე „ბეთლაივი“-სა და „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მატჩით გაგრძელდა. „ბუკმეიკერებმა“ მეტოქე მარტივად დაამარცხეს, ანგარიშით 3-0.

ნიკოლოზ შანიძემ „ბეთლაივი“ პირველივე წუთზე დააწინაურა. მალევე გიორგი ნანეიშვილმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ტაიმის დასრულებამდე ლუკა კაკაბაძემ მეტოქის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

დღის სხვა შეხვედრაში „ენერგო პრო“ „ლიბერთი ბანკს“ დაუპირისპირდა, 5-2 იმარჯვა და B ჯგუფში ლიდერობას უდანაკარგოდ განაგრძობს. მატჩი მშრალი  ანგარიშით მიმდინარეობდა, მეთხუთმეტე წუთზე „ენერგეტიკოსები“ წინ გავიდნენ. ტაიმის მიწურულს „ბანკირებმა“ წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მეტოქემ მალევე უპასუხა გოლით. მეორე ნახევრის სტარტზე „ლიბერთი“-მ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. ლუკა გოგუაძემ ოცდამეთორმეტე წუთზე აქტივში მეორე გოლი მიითვალა და „ენერგო-პრო“ დაწინაურდა, თამაშის ბოლომდე კი სხვაობა სამ ბურთამდე გაიზარდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის პირველი სათამაშო დღე „არმია“-სა და „კროკობეთი“-ს მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024