"ჯიპა"-მ "სეუ"-სთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტური „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“-სა და „ჯიპა“-ს მატჩით გაგრძელდა. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ „სეუ“-მ თამაშში გარდატეხა შეიტანა და მეტოქე საბოლოოდ 12-4 დაამარცხა.
„ჯიპა“-მ საწყისი ტაიმი 3-2 მოიგო. ოცდამესამე წუთზე დავით ბერაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და სხვაობა გაზარდა. მეტოქემ მალევე შეძლო ჩამორჩენის შემცირება, დარჩენილ დროში კი უპირატესობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი თამაზ ვახანიას სახელზეა, დუბლი გაიფორმეს ზურა ხმიადაშვილმა და ზაქრო მირზაშვილმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
თამაზ ვახანია, სეუ: „მგზავრობის და დაღლილობის გამო პირველი ტაიმი უფრო არეულები ვიყავით, ვერ მოვბილიზდით. მეორე ნახევარში ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინეთ, გამოვფხიზლდით და ჩვენს თავში ვიპოვეთ ძალა, რაც შედეგზეც აისახა. როგორც კი დავლაგდით, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წავიდა“.
გიორგი ტაბახმელაშვილი, ჯიპა: „პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მომენტები გამოვიყენეთ, მაგრამ შემდეგ პატარ-პატარა ჩვენი ინდივიდუალური და მსაჯების შეცდომების გამო ვეღარ შევძელით იგივე რიტმი დაგვეჭირა, რაც პირველ ტაიმში. ვეცდებით შემდეგში გამოვასწოროთ ეს ხარვეზები და ისევ მოგებებს დავუბრუნდეთ. მეორე ტაიმში, სავარაუდოდ, დაღლამაც იჩინა თავი. „სეუ“-ს ბიჭებმა ყველა მომენტი გამოიყენეს რაც ჰქონდათ და ამის ხარჯზე მოგვიგეს“.
ფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტურის სხვა შეხვედრა 5 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტი 2-სა და „დინამო“-ს შორის, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.