"იმერლებმა" "სელეროს" დიდი ანგარიშით მოუგეს!

ყველა სიახლე
04 თებერვალი 2023

გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ისა და ფუტსალის ლიგა 3-ის შეხვედრები მიმდინარეობს. დღის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „სელერო“ და „ქუთაისი 3“ დაუპირისპირდნენ. ლიგა 3-ის მეხუთე ტურის დაპირისპირება „იმერლების“ სასარგებლოდ 9-3 დასრულდა.

„ქუთაისი“ მეხუთე წუთზე დაწინაურდა. „სელერო“-მ წონასწორობა მალევე აღადგინა, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება ვეღარ შეძლო. „ქუთათურებმა“ პირველივე ტაიმში მოიპოვეს სამბურთიანი უპირატესობა, მეორე ნახევარში კი სხვაობა სოლიდური გახადეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი ლუკა გურეშიძის სახელზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლუკა გურეშიძე, ქუთაისი: „მიუხედავად ანგარიშისა, ჩვენთვის მაინც არ იყო ადვილი მატჩი. ახალი წლის შემდეგ ვერ ვემზადებოდით, ასევე  სულ ექვსნი ვიყავით დღეს თამაშზე. მონდომებისა და შრომის ხარჯზე, რაც მწვრთნელის დამსახურებაა, გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენი მიზანია ოთხეულში შევიდეთ და ლიგა 3 მოვიგოთ. მეტოქეს მეტი მოძრაობით და მონდომებით ვაჯობეთ. მადლობა ჩვენს მწვრთნელს, რადგან მომცა თამაშის უფლება“.

გორის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის მეხუთე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, ერთმანეთს „ჯიპა“ და „სეუ“ ეთამაშებიან.  



  © SBM, 2016-2024