"სტუდენტების" სანახაობრივ დაპირისპირებაში "თსუ 2"-მა იმარჯვა!

ყველა სიახლე
29 იანვარი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის მეათე ტური სანახაობრივი და დაძაბული მატჩით დასრულდა. „საქართველოს უნივერსიტეტი“ „თსუ 2“-თან უშეღავათო ბრძოლაში მთელი თამაში ლიდერობდა, მაგრამ მატჩის მიწურულს „თსუ“-მ ანგარიშის შემოტრიალება შეძლო და მეტოქე 6-4 დაამარცხა.

UG-ის საწყის წუთებში წითელი ბარათისა და ტრავმის გამო ორივე მეკარე გამოაკლდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გუნდმა მაინც შეძლო ორი ბურთით წინ გასვლა და ტაიმი 3-1 მოიგო. მეორე ნახევარში „თსუ“-მ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა (3-3; 4-4), ოცდამეთვრამეტე წუთზე კი შეხვედრაში პირველად დაწინაურდა. საფინალო სირენამდე საბა ეგრისელაშვილმა ორ საგოლე გადაცემასთან ერთად აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. UG-ის რიგებიდან დუბლი ოთარ კუხალეიშვილმა გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სპარტაკ ლომიძე, UG: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვიბრძოლეთ ბოლომდე, უბრალოდ მეკარემ ტრავმა მიიღო და ვერ შეძლო თამაში, რამაც საბოლოოდ განაპირობა ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ჩავდეთ ჩვენი მაქსიმუმი, ისეთ მომენტებში გავიდა გოლი, ვერაფერს გავაწყობდით და მეკარის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა“.

საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „დაძაბული თამაში იყო. ძლიერი მეტოქე გვყავდა. რთული თამაში გამოდგა. უკან ვიყავით, მაგრამ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ. ბოლომდე ვიყავით ჩართულები. იყო რაღაც მომენტები, როცა უკეთესები ვიყავით და გამოვიყენეთ ეს. აღსანიშნავია, რომ მეტოქეს მეკარე არ ჰყავდა, რასაც ასევე ჰქონდა შედეგზე გავლენა. ვფიქრობ, ჩვენი მეხუთე გოლი გადამწყვეტი იყო, როცა წინ გავედით და უპირატესობა მოგვეცა, კიდევ ერთი გოლის გატანა მოვახარხეთ და ბოლო წუთებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტური გორის სპორტის სასახლეში 4 თებერვალს აიღებს სტარტს.



  © SBM, 2016-2024