"ქუთაისი 2"-მა "გორს" მეორე წრეშიც ვერ მოუგო!

ყველა სიახლე
29 იანვარი 2023

ფუტსალის ლიგა 2-ის მეათე ტური ლიდერების დაპირისპირებით გაგრძელდა. „ქუთაისი 2“ და „გორი“ გარდამავალ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2.

მეცხრამეტე წუთამდე შეხვედრა გოლის გარეშე მიმდინარეობდა. ტაიმის მიწურულს „იმერლები“ ავტოგოლით დაწინაურდნენ.  მეორე ნახევარში თამაშის დაწყებიდან მალევე დავით ტლაშაძემ წონასწორობა აღადგინა და ოცდამეთხუთემეტე წუთზე „გორელები“ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში „ქუთაისის“ მეკარემ, ალეკო ცინცაძემ, ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა შეუნარჩუნა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ალეკო ცინცაძე, ქუთაისი 2: „ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, წინ ვიყავით, მაგრამ შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. ორმხრივი შეტევები იყო, კარგად ვუტევდით ერთმანეთს. ლოგიკური შედეგი გამოვიდა საბოლოო ჯამში. პირველი წრიდან მოყოლებული, დარბაზის პრობლემები გვაქვს და ფიზიკურადაც ვერ ვემზდებით იმდენად, რამდენადაც საჭიროა. ახლა უფრო ფორმაში ვართ და მოვიგებთ შემდეგ თამაშებს“.

დავით ტლაშაძე, გორი: „როგორც ტურნირის ლიდერებს შეეფერებათ, ნამდვილად ისეთი თამაში გამოვიდა. დაძაბული, ორმხრივი უპირატესობით. ქუთაისი ძალიან ძლიერი გუნდია, გამოცდილი მოთამაშეებით სავსე. პირველ წრეში მოგება გვქონდა მათთან, ახლაც გვქონდა შანსი, მაგრამ ბოლო წუთებზე ვერ მოვახერხეთ სწორად გადალაგება. ჩვენ ვაგრძელებთ პირველი  პოზიციებისთვის  ბრძოლას. შემდეგი თამაში გორში გვაქვს და იქ მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ“.

მეათე ტურის მორიგ შეხვედრაში „ილიაუნი 2“ „სპორტუნის“ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში გალიდერდება.



  © SBM, 2016-2024