"სტუდენტებმა" მორიგი სამი ქულა "სასკოლო აკადემიასთან" მოიპოვეს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 3-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხე ტურის მორიგ მატჩში „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი“ „სასკოლო ლიგის აკადემია“-ს დაუპირისპირდა და კომფორტული სხვაობით 6-2 მოიგო.
შეხვედრის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა. „სასკოლო აკადემიამ“ თამაშის სტარტზე მიღებულ სწრაფ გოლს მეცხრე წუთზე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის დასრულებამდე „სეუ“-მ წინ გასვლა შეძლო და მეორე ტაიმში კომფორტული უპირატესობაც მოიპოვა. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლით ზაქრო მირზაშვილი გამოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი გვასალია, სასკოლო აკადემია: „პირველ ტაიმში მოთამაშეებს კარგად ვკეტავდით. მეორე ტაიმში დაღლილობა დაგვეტყო და არეულობა იყო. მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. საკმაოდ გავძლიერდით პაუზის შემდეგ და მომავალში უკეთეს თამაშებს ვაჩვენებთ“.
ზაქრო მირზაშვილი, სეუ: „დღეს ჩემი პირველი მატჩი იყო, ცოტა გამიჭირდა, უკეთ თამაშიც შემეძლო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. ჩვენი პრიორიტეტი სამი ქულა იყო და ერთიანობით ეს მოვახერხეთ. ჩემი აზრით, მეტოქე ფიზიკურად დავჯაბნეთ, გავტეხეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ“.
ფუტსალის ლიგა 3-ის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „სელერო“ და „ჯიპა“ დაუპირისპირდებიან.